,,მაპატიე, ლევან” – ხატია ქვათაძე მეგობარს გამოემშვიდობა

,,მაპატიე, ლევან" - ხატია ქვათაძე მეგობარს გამოემშვიდობადღეს გარდაცვლილ ჟურნალისტს, ლევან ჩხაიძეს მეგობრები ეთხოვებიან. ,,იმედის” წამყვანი ხატია ქვათაძე ლევანთან ერთად ,,მაესტროში” მუშაობდა, მათ დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებთ.

ხატიამ დღევანდელი პირდაპირი ეთერი ემოციურად დაიწყო:

-ჟურნალისტი ლევან ჩხაიძე 33 წლის ასაკში გარდაიცვალა. მაპატიოს მაყურებელმა, მაგრამ მე ასე მარტივად ვერ ვიტყვი, რომ ის უბრალოდ ახალგაზრდა ბიჭი ან ნიჭიერი ჟურნალისტი იყო. ის ჩვენი, ყველასი ძალიან კეთილი მეგობარი იყო და არაერთ მედიასივრცეში დატოვა თავისი მნიშვნელოვანი კვალი… ვუსამძიმრებ ოჯახს და მაპატიე ლევან, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ პირდაპირ ეთერში ამას ვიტყოდი.