ინგა გრიგოლია: ,,ხვალ სა­ღა­მოს თბი­ლის­ში იქ­ნე­ბა ჩემი ბრჭყვი­ა­ლა მე­გო­ბა­რი” – ლევან ჩხაიძეს 27 იანვარს ქაშუეთიდან გამოასვენებენ

ინგა გრიგოლია: ,,ხვალ სა­ღა­მოს თბი­ლის­ში იქ­ნე­ბა ჩემი ბრჭყვი­ა­ლა მე­გო­ბა­რი" - ლევან ჩხაიძეს 27 იანვარს ქაშუეთიდან გამოასვენებენტელეკომპანია ,,პირველი” ავრცელებს ინფორმაციას, რომ უნგრეთში გარდაცვლილ ჟურნალისტს,  ლე­ვან ჩხა­ი­ძეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ხვალ, 25 იან­ვარს ჩა­მო­ას­ვე­ნე­ბენ.

,,ლე­ვან ჩხა­ი­ძეს (ჯა­კოს) თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში პა­რას­კევს, 25 იან­ვარს, 17:40 სა­ათ­ზე ჩა­მო­ას­ვე­ნე­ბენ. პა­ნაშ­ვი­დი 26 იან­ვარს წყნეთ­ში, ფი­როს­მა­ნის ქუჩა #6. გა­მოს­ვე­ნე­ბა კვი­რას, 27 იან­ვარს ქაშ­ვე­თის ეკ­ლე­სი­ი­დან 15:00 სა­ათ­ზე”, – წერია განცხადებაში.

,,ხვალ, პარასკევს, 25 იანვარს ჩვენი ჯაკო უკვე თბილიში იქნება. მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს ელჩს უნგრეთში, ბატონ ზაზა გოგსაძესა და კონსულს, ბატონ ბექა მაკარიძეს დახმარებისა და მხარდაჭერისთვის. მათ უმოკლეს დროში შეუძლებელი შეძლეს”, – წერს ვატო წერეთელი.

,,ხვალ სა­ღა­მოს თბი­ლის­ში იქ­ნე­ბა ჩემი ბრჭყვი­ა­ლა მე­გო­ბა­რი, ჩემი ყვე­ლა­ზე სა­ი­მე­დო მე­გო­ბა­რი… გაფრენამდე სამი ეთერის განმავლობაში სამი დღე ზედიზედ საოცრად ,,ტისკავდა” რესპონდენტებს. სამივე ეთერის განმავლობაში ვწერდი, პასუხი აცადე, კაცო-თქო და მესამე დღეს, როცა ძალიან დაიღალა ჩემი მესიჯებით, მომწერა, ნუ ერევი ჩემს თავისუფლებაშიო. ჩვენი ხალისიანი და იუმორით სავსე ბიჭი”, – დაწერა ფეისბუქში ინგა გრიგოლიამ.