გარდაცვლილი 4 წლის გოგონას დედის სასამართლო პროცესი დაიხურა

გარდაცვლილი 4 წლის გოგონას დედის სასამართლო პროცესი დაიხურასან­ზო­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი 4 წლის გო­გო­ნას დე­დის, ლელა ქსოვ­რე­ლის ბრალ­დე­ბის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი სრუ­ლად და­ი­ხუ­რა.

სხდო­მის და­ხურ­ვის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით სა­სა­მარ­თლოს პრო­კუ­რორ­მა ლე­ვან ჟორ­ჟო­ლა­ძემ მი­მარ­თა. მისი გან­მარ­ტე­ბით, სა­სა­მარ­თლო­ში გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი ისე­თი ინ­ფორ­მა­ცია შე­იძ­ლე­ბა გავ­რცელ­დეს სა­ჯა­როდ, რო­მე­ლიც დამ­ნა­შა­ვი­სა და არას­რულ­წლო­ვა­ნი მსხვერ­პლის პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცე­მებს შე­ე­ხე­ბა.პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა მო­სა­მარ­თლე და­ვით კუ­პა­ტა­ძემ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა.

დაკავებულის ადვოკატი ნინო ტაბატაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამ­ნა­შა­ვედ არ მი­იჩ­ნევს.

-მან კა­ნო­ნით მი­ნი­ჭე­ბუ­ლი დუ­მი­ლის უფ­ლე­ბა აირ­ჩია, ის თავს დამ­ნა­შა­ვედ არ ცნობს და არ აღი­ა­რებს და­ნა­შა­ულს. რას არ აღი­ა­რებს, საქ­მის მა­სა­ლებს რომ მი­ვი­ღებთ, შემ­დეგ და­ვა­ფიქ­სი­რებთ, – გა­ნა­ცხა­და ტა­ბა­ტა­ძემ ინტერპრესნიუსთან.

4 წლის ბავ­შვი 22 იან­ვარს გარ­და­იც­ვა­ლა. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას დედა შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის და­ა­კა­ვეს, მას არას­რულ­წლო­ვან­თან კონ­ტაქ­ტი ეკ­რძა­ლე­ბო­და.

ინტერპრესნიუსი