თეონა ხინჩიგაშვილი ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ძმისშვილია

თეონა ხინჩიგაშვილი ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ძმისშვილიათეონა ხინჩიგაშვილი ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ძმის, ალექსანდრე ივანიშვილის შვილია – ამის შესახებ სასამართლოში საქმის განხილვა მიმდინარეობს.

ხინჩიგაშვილი გვარის მიცემას მოითხოვს.

მისი თქმით, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას, რომლის მიხედვითაც ალექსანდრე ივანიშვილის და თეონა ხინჩაგაშვილის ნათესაური კავშირი დგინდება, ივანიშვილის ძმა უნდობლობას უცხადებს.

„4 თვის იყო დედაჩემი ფეხმძიმედ, მაგის მერე ჩივის. პარტიიდან მამაჩემი რატომ გამოაგდეს, შეეკითხეთ, დედაჩემი უჩიოდა და მაგიტომ გამოაგდეს. ეს დღეს და გუშინ კი არ გაიგო ეს საქმე. ახლა შეიძლება ბევრმა თქვას, რომ ახლა, მდიდრები არიან, მილიონერები არიან და იმიტომ უჩივის. 30 წლის წინ ისეთივე ხალხი იყვნენ, როგორც ჩვენ ვართ და მაშინაც კი უჩიოდა დედაჩემი.

ჩვენი პოზიცია არის, რომ მინდა ჩემი გვარი. ახლოს ვინ მიგიშვებდა, ანზორიც იყო ჩუბინიძე, მივედი და ბიძაჩემის ნახვა მინდა მეთქი, იმიტომ, რომ ეგ მფარველობდა, ერთადერთი ჩემი მფარველი იყო ბიძაჩემი და რა მითხრეს, აქ რას მოდიხარ, წადი და მამაშენთან მიდიო” – აღნიშნავს ხინჩიგაშვილი.

საქმის განხილვა რამდენიმე დღეში დასრულდება.

ნიუპოსტი