22 დეკემბერს ,,მის საქართველოს” ფინალი გაიმართა. ჟიურის გადაწყვეტილებით, ,,მის საქართველოს” გვირგვინი ნინი გოგიჩაიშვილს ერგო. ,,ვიცე მის საქართველო” კი თაკო ადამია გახდა.
კონკურსში 20 გოგონა მონაწილეობდა. მათ ფინალამდე ერთთვიანი მოსამზადებელი ეტაპი გაიარეს.
ნინი ცნობილი ოჯახის შვილია. მისი მამა მსახიობი გიორგი გოგიჩაიშვილი, იგივე გოგიჩაა, დედა – ყოფილი ჟურნალისტი ნათია ბანძელაძე.

