მსახობმა ილო ბეროშვილმა 29 დეკემბერს 37-ე დაბადების დღე საყვარელ ქალთან, მსახიობ ანი ბებიასთან ერთად აღნიშნა. ვიდეოში, რომელიც ბახვა ბრეგვაძემ გამოაქვეყნა, ჩანს, წყვილი ერთმანეთს რომ კოცნის.
დიდი ხანია, საუბრობენ მსახიობების რომანზე. როცა ანი სერიალ ,,ჩემის ცოლის დაქალებში” გამოჩნდა (ილო ბეროშვილის პერსონაჟი, შავლეგ მადლიანი ანის გმირის, ფარმაცევტი გოგონას გულის მოგებას ცდილობს), ილო ბეროშვილმა ფეისბუქში დაწერა:
„ჩემი ოცნების გოგო. ამ მსახიობს რა ჰქვია, მითხარით, რა, ძალიან ლამაზია“.
ანი ბებია ფართო საზოგადოებამ სერიალ ,,ხელოვნური სუნთქვიდან” გაიცნო, სადაც ტრაგიკულ პერსონაჟს, ნუცას როლს თამაშობდა და პარტნიორობას თორნიკე გოგრიჭიანს უწევდა. იმ პერიოდში ანი დაოჯახებული იყო. მისი ქმარი რეჟისორი კახი ხუციშვილი გახლდათ.
მაშინ ახალგაზრდა წყვილი ,,სარკესთან” თავიანთ ოჯახურ ცხოვრებაზე ყვებოდა.
-როცა ორი ადამიანის ერთად ყოფნაზეა საუბარი, ყველა შემთხვევაში კომპრომისია მთავარი. რაღაცის დათმობა შენც გიწევს და მასაც. რაღაც კომპრომისებზე წავსულვართ, ოღონდ ცხოვრებისეულ პრინციპებზე უარი არ გვითქვამს. ბევრი ურთიერთობა მინახავს დანგრეული იმის გამო, რომ შინაგან პრინციპებზე თქვეს უარი“, – ამბობდა წყვილი ,,სარკესთან”.
ძალიან ნიჭიერი კაცის დაბადების დღეა … გილოცავ Ilia Beroshvili , ლავ იუ ! 🎉🎉❤️🍾🥂
Gepostet von Bakhva Bregvadze am Freitag, 28. Dezember 2018

