როგორ უვარდებათ ხელში თქვენი ნომრები კომპანიებს, რომლებიც რეკლამებს გიგზავნიან და როგორ მოიგერიოთ აბეზარი რეკლამები

როგორ უვარდებათ ხელში თქვენი ნომრები კომპანიებს, რომლებიც რეკლამებს გიგზავნიან და როგორ მოიგერიოთ აბეზარი რეკლამებისმს-ით გაკეთებული რეკლამები უკვე ძალიან გამაღიზიანებელი გახდა და იმის ნაცვლად, რომ საზოგადოება მათი კომპანიის მიმართ კეთილად განაწყონ, პირიქით ხდება. არადა სმს-შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბით რეკ­ლა­მას ბევ­რი მსხვი­ლი თუ შე­და­რე­ბით მცი­რე ზო­მის კომ­პა­ნია მი­მარ­თავს.

აქვთ თუ არა ამის უფლება, როგორ დავიცვათ მათი შემოტევისგან თავი ან როგორ უვარდებათ კომპანიებს ჩვენი ტელეფონის ნომრები ხელში, ამის შესახებ პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის ინ­სპექ­ტო­რის აპა­რა­ტის მთა­ვა­რი იუ­რის­ტი თა­თია კა­ჭა­რა­ვა ამბები.ჯი-სთან განმარტებას აკეთებს:

-ხში­რად სა­კუ­თა­რი მო­ნა­ცე­მე­ბის, მათ შო­რის, სა­კონ­ტაქ­ტო ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე კომ­პა­ნი­ებს თა­ვად ვთან­ხმდე­ბით – მა­გა­ლი­თად, დაგ­რო­ვე­ბი­თი ბა­რა­თის შევ­სე­ბი­სას მა­ღა­ზი­ას ვაძ­ლევთ უფ­ლე­ბას, გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნოს შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი, მო­ბი­ლურ ოპე­რა­ტორს ვრთავთ ნე­ბა,  გა­მო­ი­ყე­ნოს ჩვე­ნი ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი პარტნი­ო­რი კომ­პა­ნი­ე­ბის მარ­კე­ტინ­გუ­ლი მიზ­ნე­ბის­თვის და სხვა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, და­თან­ხმდე­ბა თუ არა მო­ქა­ლა­ქე მისი მო­ნა­ცე­მე­ბის მარ­კე­ტინ­გის მიზ­ნით გა­მო­ყე­ნე­ბას ფიქ­სი­რე­ბუ­ლი თუ სხვა ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მით, მას უფ­ლე­ბა აქვს, ნე­ბის­მი­ერ დროს უარი თქვას ამა­ვე მიზ­ნით სა­კუ­თა­რი მო­ნა­ცე­მე­ბის შემ­დგომ­ში გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე. ამას­თან, კომ­პა­ნია ვალ­დე­ბუ­ლია შექ­მნას ამ უფ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მი და ადეკ­ვა­ტუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, – აღ­ნიშ­ნავს კა­ჭა­რა­ვა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სა­რეკ­ლა­მო შე­ტყო­ბი­ნე­ბას აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ახ­ლდეს უა­რის თქმის მე­ქა­ნიზ­მი და მკა­ფიო მი­თი­თე­ბა იმა­ზე, თუ რო­გორ შე­უძ­ლია მო­ქა­ლა­ქეს სა­რეკ­ლა­მო შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის შე­წყვე­ტა – ე.წ. SMS OFF; ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტით გა­მოგ­ზავ­ნილ სა­რეკ­ლა­მო შე­ტყო­ბი­ნე­ბა უნდა იძ­ლე­ო­დეს მას­ზე უა­რის თქმის სა­შუ­ა­ლე­ბას. ე.წ Unsubscribe ღი­ლა­კის, ან სხვა სა­შუ­ა­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით.

-მო­ქა­ლა­ქეს აქვს უფ­ლე­ბა მო­ნა­ცემ­თა დამ­მუ­შა­ვე­ბელს ნე­ბის­მი­ერ დროს და ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მით მოს­თხო­ვოს, შე­წყვი­ტოს მისი მო­ნა­ცე­მე­ბის პირ­და­პი­რი მარ­კე­ტინ­გის მიზ­ნე­ბის­თვის გა­მო­ყე­ნე­ბა. კომ­პა­ნია ვალ­დე­ბუ­ლია, ეს მო­თხოვ­ნა შე­ას­რუ­ლოს მო­თხოვ­ნი­დან 10 სა­მუ­შაო დღის ვა­და­ში. თუ კომ­პა­ნია უა­რის მი­ღე­ბი­დან 10 სა­მუ­შაო დღის შემ­დგომ აგ­რძე­ლებს სა­რეკ­ლა­მო შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის გა­მოგ­ზავ­ნას შე­გიძ­ლი­ათ, მი­მარ­თოთ პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის ინ­სპექ­ტორს, , – აღ­ნიშ­ნავს აპა­რა­ტის მთა­ვა­რი იუ­რის­ტი.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ პირ­და­პი­რი მარ­კე­ტინ­გის გზით სხვა­დას­ხვა პრო­დუქ­ცი­ის რეკ­ლა­მი­რე­ბა კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის ძა­ლი­ან მცი­რე და­ნა­ხარ­ჯებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ვი­ნა­ი­დან ამ კუ­თხით კა­ნო­ნიც ლი­ბე­რა­ლუ­რია.

პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის ინ­სპექ­ტო­რის აპა­რა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პირ­და­პი­რი მარ­კე­ტინ­გის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის დად­გე­ნის შემ­თხვე­ვა­ში კა­ნო­ნი ფი­ნან­სურ სან­ქცი­ას ით­ვა­ლის­წი­ნებს. პირ­ველ შემ­თხვე­ვა­ზე ჯა­რი­მა 3000 ლა­რია, 1 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­მე­ო­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი – 10 000 ლარი.

მა­თი­ვე ცნო­ბით, გა­სუ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პირ­და­პი­რი მარ­კე­ტინ­გის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის 23 ორ­გა­ნი­ზა­ცია და­ჯა­რიმ­და. მიმ­დი­ნა­რე წელს კი სან­ქცია 14 ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას და­ე­კის­რა.

ამბები.ჯი