,,მესამეკლასელ ბიჭს უცნობი პირი აედევნა” – რას წერენ რუსთაველი მშობლები

,,მესამეკლასელ ბიჭს უცნობი პირი აედევნა" - რას წერენ რუსთაველი მშობლებირუსთაველი მშობლები საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებენ. მატი თქმით, საჯარო სკოლის მიმდებარე პერიმეტრზე უცხო ადამიანები მცირეწლოვან ბავშვებთან კონტაქტს ცდილობენ. ერთ-ერთი ინფორმაციით, ,,მესამეკლასელი ბიჭი მაღაზიაში შევიდა, ამ დროს მას უცნობი პირი აედევნა, ბიჭს შეეშინდა და მაღაზიიდან გამოსული სახლში სირბილით ავიდა”.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ 150-ე მუხლით, რაც იძულებას გულისხმობს. უწყების ცნობით, მიმდებარე პერიმეტრზე არსებული კამერებიდან ჩანაწერები უკვე ამოღებულია, თუმცა მსგავსი ფაქტი ვერ დააფიქსირეს.

სოციალური ქსელის დახურულ ჯგუფში ერთ-ერთი მშობელი წერს, რომ სკოლასთან უცნობი პირი, რომელიც თეთრი ,,ჰონდა ფიტით” გადაადგილდება, ბავშვებთან, ხშირად კი გოგონებთან ცდილობს, კონტაქტში შევიდეს და მათ სხვადასხვა ამბებს უყვება.

რუსთავი ინფო