ტელეწამყვან მაია ასათიანის ორსულობის შესახებ ისევ გავრცელდა ჭორი. აჟიოტაჟი დიზაინერ ზალიკო ბერგერის ,,პროფილის” წამყვანთან ერთად გადაღებულ ფოტოს მოჰყვა. ,,ძალიან მაგარი ამბავია”, ,,მიხარია, რომ მაია ორსულად არის, ის ამას იმსახურებს”, – წერენ კომენტარებში.
ეს მითქმა-მოთქმა ისევ მაიამ ჩაახშო და სოციალურ ქსელით ყველას ერთად უპასუხა:
„მეგობრებო! არ ვარ ორსულად! ნუ დამღალეთ! ნუ ურეკავთ ჩემს ახლობლებს და ნუ ეკითხებით ერთსა და იმავეს უკვე მერამდენედ! მუცლიანი ტანი მაქვს, სულ ესაა! დავიღალე ახსნა-განმარტებებით! შვილის თემა უკიდურესად საკრალურია ჩემთვის და სირცხვილია ამ თემაზე უაზროდ ტლიკინი! პრესის ვარჯიშს უნდა მოვუმატო აშკარად”.

