ცოტა ხნის წინ იურისტმა ლია მუხაშავრიამ სოციალური ქსელით მეგობრებს შეატყობინა, რომ პატარა ბიჭუნა იშვილა. ცნობილი იურისტი უკვე რამდენიმე წელია, საცხოვრებლად თბილისიდან ლანჩხუთში, სოფელ შუხუთში გადავიდა. იურისტობის პარალელურად, იქ სოფლის მეურნეობასაც მიჰყო ხელი. ლანჩხუთის ცენტრში თხილის საამქრო გახსნა…
-ახლა მეორე შვილი მყავს და ძალიან ბედნიერი ვარ. ირაკლი სექტემბერში 8 წლის გახდა. ბავშვის მშვილებელთა რიგს 2009 წელს შევუერთდი და იმდენი ხანია ველოდები, თითქმის დამავიწყდა რეგისტრაციის დრო. ივლისში მივიღე პირველად შემოთავაზება. მითხრეს, რომ იყო გასაშვილებელი ბიჭუნა. ბევრი არ მიჭოჭმანია, ამეყვანა თუ არა. ძალიან კარგად მესმის, თუ გინდა, პატარა იშვილო, ასეთი შემოთავაზება ერთზე მეტი შეიძლება აღარც გქონდეს…
ირაკლი ორი წელი რუსთავში, მინდობით აღზრდაში იყო მას შემდეგ, რაც დედა გარდაეცვალა და მარტო დარჩა. ბებია და ბაბუა გარდაცვლილია. ახლობლებიც არ ჰყავდა და ამიტომ გადაწყდა მისი გაშვილება. რუსთავიდან ზაფხულში წამოვიყვანე. სასურველი იყო, ადაპტაცია ზაფხულში მომხდარიყო, რომ მერე სკოლაში არ გასჭირვებოდა. ირაკლიზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა სოფელმა. აქვს დიდი ეზო, სახლი, ჰყავს შინაური ფრინველები, ცხოველები, ძაღლები ძალიან უყვარს. მას აქვს მეტი თავისუფლება და სივრცე, რაც მოეწონა…
ჩემი გოგონა უკვე 24 წლისაა და თბილისშია, დამოუკიდებლად ცხოვრობს და მუშაობს. აქ კი მე და ირაკლი ერთად ვიქნებით, ერთად გავუძღვებით მეურნეობას. გარდა ამისა, მექნება შესაძლებლობა, კარგი განათლება მივცე, ხელი შევუწყო და უკეთესი ცხოვრება ჰქონდეს.
გზა

