8 წლის გოგონას განზრახ მკვლელობისთვის 34 წლის მამაკაცია დაკავებული

8 წლის გოგონას განზრახ მკვლელობისთვის 34 წლის მამაკაცია დაკავებულიგორ­ში 25 ოქ­ტომბერს მომ­ხდა­რი  საზარელი მკვლელობა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჯგუფ­მა ცხელ კვალ­ზე გახ­სნა. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 8 წლის გო­გო­ნას მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი 1984 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცია.

“სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჯგუფ­მა და შიდა ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1984 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი ი.ნ. და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით, გორ­ში, ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბა წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 109-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს”, – წერია  ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტორს გან­ცხა­დე­ბა­ში.