ზურა ყიფშიძეს ბანკმა სახლი გაუყიდა – ,,ჩვენი ერთადერთი ქონება ეს იყო”

ზურა ყიფშიძეს ბანკმა სახლი გაუყიდა - ,,ჩვენი ერთადერთი ქონება ეს იყო",,ვერ ვი­ტან სა­ჯა­როდ რა­ღა­ცე­ე­ბის გან­ხილ­ვას… პირ­ველ რიგ­ში, მინ­და, ეს ადა­მი­ა­ნი ყვე­ლა­ზე კარ­გად და ჯან­მრთე­ლად მყავ­დეს. სამ­წუ­ხა­როა, რომ ვი­ღაც-ვი­ღა­ცებს ძა­ლი­ან შე­ე­შა­ლათ ზუ­რას­თან და ჩვენს ოჯახ­თან. არ იმ­სა­ხუ­რებს არა­ნა­ი­რად. არა ­უ­შავს, ყვე­ლა აგებს პა­სუხს. ღმერ­თი ხე­დავს, ვინ ვინ არის და მი­ი­ღებს ყვე­ლა ამის გამო”,  – ეს პოს­ტი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მსა­ხი­ობ ზურა ყიფ­ში­ძის ქა­ლიშ­ვილ­მა ლე­ნუ­კა ყიფ­ში­ძემ გა­მო­აქ­ვეყ­ნა. რო­გორც გა­ირ­კვა, მსა­ხი­ო­ბის ოჯახ­მა ბინა და­კარ­გა.

ლენუკა ყიფშიძე:

– გუ­დი­აშ­ვილ­ზე გვქონ­და სახ­ლი, რო­მე­ლიც დე­და­ჩე­მის და დე­ი­და­ჩე­მის სა­კუთ­რე­ბაა. სამი წლის წინ, ეს სახ­ლი ქი­რით გა­და­ვე­ცით ჩვენს მე­გო­ბარს კომ­პა­ნი­ის­თვის, ყო­ველ­თვი­უ­რად უნდ გა­და­ე­ხა­დათ თან­ხა, სა­ბუ­თე­ბი გა­ვა­ფორ­მეთ, მაგ­რამ სიჩ­ქა­რე­ში მოგ­ვა­ტყუ­ეს და თურ­მე კი არ გა­ვა­ქი­რა­ვეთ ეს სახ­ლი ბან­კში ჩა­ვუ­დეთ ამ კომ­პა­ნი­ას.

– მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­გი­ყი­დეს?

– ზუ­რას ამ ამ­ბავს არ ვე­უბ­ნე­ბო­დით, მთე­ლი ეს პე­რი­ო­დი ვცდი­ლობ­დით, ად­ვო­კა­ტე­ბით და სხვა­დას­ხვა გზე­ბით სახ­ლი ისევ ჩვენ დაგ­ვებ­რუ­ნე­ბი­ნა. და­გეგ­მი­ლი გვქონ­და სას­ტუმ­როს გახ­სნა, ერ­თა­დერ­თი ქო­ნე­ბა ეს გაგ­ვაჩ­ნდა და ამა­ზე ვამ­ყა­რებ­დით იმე­დებს.

სა­ბო­ლო­ოდ სახ­ლი აუქ­ცი­ონ­ზე ისე გა­ყი­დეს, არც ვი­ცო­დით, ბანკსაც ვთხო­ვეთ გა­ეთ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­ნა ჩვე­ნი მდგო­მა­რე­ო­ბა, სა­ერ­თოდ და­კარ­გვას ვარ­ჩი­ეთ გაგ­ვე­ყი­და, კლი­ენ­ტიც გვყავ­და და მი­ზე­რუ­ლი თან­ხა მა­ინც დაგ­ვრჩე­ბო­და, მაგ­რამ 6 სექ­ტემ­ბერს დაგ­ვი­რე­კა ვი­ღაც გო­გომ და გვი­თხრა, სახ­ლი და­ცა­ლე­თო.

ბან­კში 120.000 დო­ლა­რად იყო ჩა­დე­ბუ­ლი, 115 ათა­სად გა­ი­ყი­და და აქეთ გვე­უბ­ნე­ბი­ან, 5.000 მო­ი­ტა­ნეთ, თო­რემ რაც გაქვთ იმა­საც და­გი­ყა­და­ღებ­თო. რა უნდა ვთქვა არ ვიცი, ფული თუ არ გაქვს, არა­ვინ არ ხარ ამ ქვე­ყა­ნა­ში.

ამბები.ჯი