,,ზაზა სარალიძე ვერ ლაპარაკობს, არ არის კონტაქტური” – ელისო კილაძე

,,ზაზა სარალიძე ვერ ლაპარაკობს, არ არის კონტაქტური" - ელისო კილაძეხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის, მამა ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული.ჟურნალისტ ელისო კილაძის თქმით, შვილმოკლული მამა კონტაქტური არ იყო.

-სარალიძის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე. დამირეკეს, რომ გონი დაკარგა, ხელ-ფეხი დაუბუჟდა და წაიქცა. როცა მოვედი, სასწრაფო დახმარების მანქანა ადგილზე იყო, მას პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, მაგრამ უარი განაცხადა როგორც კარდიოგრამის გადაღებაზე, ასევე გადასხმასა და საავადმყოფოში გადაყვანაზე.

ის არ არის კონტაქტური, ვერ გელაპარაკება, მას აქვს დიაბეტი, – განაცხადა ,,ქრონიკა პლუსის” მთავარმა რედაქტორმა, ელისო კილაძემ.

ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი რუსთაველის გამზირზე მე-6 დღეა, შიმშილობენ.

ნიუპოსტი