80 წლის ვახტანგ კიკაბიძე თბილისის საავადმყოფოში იმყოფება. ამის შესახებ მან რადიოსადგურ „ლაპარაკობს მოსკოვს“ განუცხადა, როდესაც ჟურნალისტმა მას მიმართა კითხვით, დაესწრებოდა თუ არა ის იოსიფ კობზონის დაკრძალვას.
„ არავის მივუწვევივარ დაკრძალვაზე. მე საავადმყოფოში ვწევარ“, – ბუბა კიკაბიძე
“ამ დროისთვის, ბუბა კიკაბიძე სახლშია და თავს კარგად გრძნობს. უბრალოდ დღეს დიალეზზე იყო საავადმყოფოში და ამ დროს დაურეკეს ჟურნალისტებმა, – განაცხადა პრაიმტაიმთან საუბრისას მომღერლის პროდიუსერმა, სოსო აბზიანიძემ.
პრაიმ ტაიმი

