როგორ დაიკლო ანი კეკუამ 22 კილო

როგორ დაიკლო ანი კეკუამ 22 კილოროგორ დაიკლო ანი კეკუამ 22 კილომომღერალი ანი კეკუა ათი თვის წინ დედა გახდა. მას 2017 წლის ოქტობერში ვაჟი შეეძინა. მისი მეუღლე გიორგი გოგბაიძეა.

ახლახან ანიმ სოციალურ ქსელში ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც მოკლე ვარცხნილობითაა და შესამჩნევად არის წონაში დაკლებული.

ანი კეკუა:

-დიეტისთვის არ მიმიმართავს, უბრალოდ მშობიარობის შემდეგ 22 კილო დავიკელი, დაახლოებით ექვს თვეში ამ წონაზე დავდექი. ზუსტად ამდენივე მქონდა მომატებული. ბევრ რამეს ვჭამ, მათ შორის ცომეულსაც. არ ვჭამ ღორის ხორცს და მის ნახარშს ბავშვის გამო, რადგან ძუძუთი ვკვებავ, ასევე ჩემს რაციონში როგორ დაიკლო ანი კეკუამ 22 კილოარ შედის მაიონეზი და ძეხვეული. მათაც ვერიდები.

-დიეტის გარეშე ასე დაკლება ნამდვილად საინტერესო გამოცდილებაა…

-ეს არის ანი კეკუას დიეტა, ოღონდ განსაკუთრებული. აჭამეთ შვილებს ძუძუ, ნუ დაიზარებთ, გადააბით დღე და ღამე, გაათენეთ და სამსახურიდანაც ირბინეთ. სამაგიეროდ, დაიკლებთ იმას, რაც ორსულობისას მოიმატეთ. კიდევ მინდა ცოტათი დაკლება და სასურველი წონის ვიქნები.

-ხომ არ ვარჯიშობ კიდეც?

-არა, არ ვვარჯიშობ, სამსახური, ბავშვის მოვლა… ვარჯიშს ვეღარ ვასწრებ.

ფორტუნა.ჯი