ქართული ბრენდის დღე 15 წლის იუბილეს ნიუ იორკში აღნიშნავს

ქართული ბრენდის დღე 15 წლის იუბილეს ნიუ იორკში აღნიშნავსპროექტი “ქართული ბრენდის დღე” თავის 15 წლის იუბილეს ნიუ-იორკში აღნიშნავს.

ღონისძიება რამდენიმე დღიანია და მასში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც საქართველოდან ჩასული კომპანიის წარმომადგენლები, ასევე ამერიკაში მოღვაწე წარმატებული ქართველები.

ვიქტორ სილერსონი:

“ჩვენთვის დიდი პატივია, ვუმასპინძლოთ “ქართულ ბრენდის დღეს” ნიუ-იორკში, კერძოდ ქართული კულტურის ცენტრში. ამ პროექტს ყოველწლიური ხასიათი ექნება და ყოველი წლის სექტემბერში გაიმართება.

ცუცა კაპანაძე:

“ვემზადებით სტუმრების დასახვედრად, ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი, დაჯილდოება 29 სექტემბერს გაიმართება. დაჯილდოვდებიან აშშ-ში მოღვაწე წარმატებული ქართველი ბიზნესმენები. გაიმართება მოდის სახლ “სალ დე მოდეს” გათანამედროვებული ქართული სამოსისა და ამერიკაში მოღვაწე “ნინი ქეის” ახალი კოლექციის ჩვენება, ასევე ცნობილი ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა. მოეწყობა “თელავის ღვინის მარნის” ღვინოების დეგუსტაცია.

ქართული ბრენდის დღე 15 წლის იუბილეს ნიუ იორკში აღნიშნავს30 სექტემბერს გაიმართება ცნობილი ქართველი პოეტისა და რობაისტის, ელგუჯა მარღიას სპექტაკლის ჩვენება.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია  ფილადელფიაში ქართული ტაძრის მოლოცვა და მეუფესთან შეხვედრა. დელეგაციის წევრები ეწვევიან ბიზნესმენ ვანო კრაწაშვილს.

3 ოქტომბერს საქართველოს გენერალურ საკონსულოში ოფიციალური მიღებით დასრულდება ქართული ბრენდის დღე ამერიკაში.ბედნიერი ვარ, რომ “ქართული ბრენდის დღეს” ნიუ იორკში მე გავუძღვები, საქართველოში მქონდა პატივი, სამი წლის განმავლობაში წამეყვანა ეს არაჩვეულებრივი დაჯილდოების ცერემონიალი.

მანანა გეგიძე:

“მე ვფიქრობ, რომ აშშ-ში ქართული ბრენდის დღის ჩატარება ჩვენი კიდევ ერთი დიდი გამარჯვებაა. მიხარია, ამ ეროვნულ საქმეს უცხოეთში საფუძველი რომ ჩაეყარა, მადლობა მინდა ვუთხრა, ვიქტორ სილერსონს, ცუცა კაპანაძესა და ყველა იმ ქართულ ბრენდს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო “ქართული ბრენდის დღის” წარმატებულად გამართვაში. განსაკუთრებული მადლობა კომპანია „ინოვას“ ექიმთა ჯგუფსა და ექიმ ბელა მეტრეველს, რომელებიც საქველმოქმედო მიზნის მიემგზავრებიან ამ პროექტის ფარგლებში”.

ელგუჯა მარღია:

“მოხარული ვარ, რომ ქართული ბრენდის დღე უკვე მეორედ ტaრდება საზღვარგარეთ, კერძოდ, ნიუ იორკში. ბედნიერი ვარ, რომ პროექტის ფარგლებში, აშშ-ში მყოფი ქართველები იხილავენ ჩემს სპექტაკლს. მადლობას ვუხდი პროექტში მონაწილე თითოეულ ადამიანს.”