მამა დავითი: ,,მე პირადად დაშლას არ ვაპირებ, არც ჩემი მრევლი”

მამა დავითი: ,,მე პირადად დაშლას არ ვაპირებ, არც ჩემი მრევლი",,ჩვენ არსად არ ვიშლებით, ველოდებით ხალხს. ეს გამოსვლა არ უნდა იყოს გამოსვლა გამოსვლისთვის”, – ამის შესახებ მამა დავით ისაკაძემ თბილისის საკრებულოსთან განაცხადა, სადაც სასულიერო პირები არიან შეკრებილები.

სასულიერო პირები აცხადებენ, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან კანონპროექტს, რომელიც მარიხუანის წარმოებასა და ექსპორტს შეეხება.

-გაისმა მოწოდება დაშლისკენ. შეიძლება მავანთაგან ზეწოლის გამო სურვილი აქვთ, რომ აქ შეკრებილი საზოგადოება დაიშალოს, მე პირადად დაშლას არ ვაპირებ, არც ჩემი მრევლი, – განაცხადა მამა დავით ისაკაძემ.

საკრებულოს წინ შეკრებილმა სასულიერო პირებმა განცხადება წაიკითხეს და აღნიშნეს, რომ „არ მოხდეს კანონის იმ ნაწილის მიღება, სადაც მარიხუანის ლეგალურ კულტივაციაზეა საუბარი, რადგან ეს არის დამღუპველი ერისა და ქვეყნისთვის“.

ინტერპრესნიუსი