გიორგი ხაბურზანიამ და დემნა ჯაფარიძემ ახალი დამოუკიდებელი კომპანია ჩამოაყალიბეს, „ნოვა პროდაქშენი“, რომელიც სხვადასხვა არხებთან ითანამშრომლებს. ლიცენზირებული პროექტებს შორის არის „იქს ფაქტორი“, რომელიც ჩვენი ინფორმაციით საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაიწყება. „ექიმები“ რჩება „იმედზე“.
გიორგი ხაბურზანია:
– ჯერ საბოლოო კონსულტაციებს გავდივართ. მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
– „იქს ფაქტორი“ საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაიწყება?
– ჯერ ვერაფერს გეტყვით.
– ექიმები“ „იმედზე რჩება?
– ამასაც ძალიან მალე დაგიდასტურებთ. ჯერ 100 პროცენტიან ინფორმაციას ვერ გაძლევთ. გეტყვით, რომ ამ სეზონზე არაერთ პროექტს გავაკეთებთ. მაგრამ 2 კვირა უნდა მაცალოთ, სანამ საბოლოო მოლაპარაკებები დასრულდება.
ნინო მჭედლიშვილი, პრაიმტაიმი

