ქართველი ვარსკვლავი, ბარიტონი გიორგი გაგნიძე კიდევ ერთ მსოფლიო პრემიერას გამართავს, ამჯერად საფრანგეთში. 29 სექტემბერს ის პარიზის ბასტილიის თეატრის სეზონის გახსნაზე იმღერებს.
ქართველი მომღერალი სპეციალურად მიიწვიეს ვერდის ,,ტრავიატაში” ჟერმონის პარტიის შესასრულებლად.
ეს როლი მისთვის ერთ-ერთი გამორჩეულია. 1994 წელს ჯერ კიდევ მესამე კურსის სტუდენტი ცნობილმა ქართველმა დირიჟორმა, ჯანსუღ კახიძემ, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში მიიწვია, რომლის სცენაზეც დებიუტი ორი არიით შედგა: ჟერმონის არიით ოპერიდან „ტრავიატა“ და მურმანის არიით ოპერიდან „აბესალომ და ეთერი“. შემდეგ იყო 10 წელი თბილისის ოპერაში, ამჟამად კი გიორგი გაგნიძე მსოფლიოს პრესტიჟულ თეატრებში მღერის და მსოფლიოს უდიდეს დირიჟორებთან, რეჟისორებთან და მსახიობებთან ერთად მუშაობს.
Tv imedi -ს ანონსი პარიზის ბასტილიის ოპერის თეატრის სეზონის გახსნის შესახებ , წარმატებები George Gagnidze
Gepostet von Maia Gogoladze am Donnerstag, 27. September 2018

