დედა თამარი შვილმკვდარ მამებს: ,,თუ თქვენი შიმშილობა და სიკვდილი შეიძლება, რატომ არ შეიძლება ჩემი სიკვდილი” – ვიდეო

დედა თამარი შვილმკვდარ მამებს: ,,თუ თქვენი შიმშილობა და სიკვდილი შეიძლება, რატომ არ შეიძლება ჩემი სიკვდილი" - ვიდეოდედა თამარმა (ქევხიშვილი) შიმშილობა დაიწყო. ასე გამოუცხადა მან სოლიდარობა შვილმკვდარ მამებს, რომლებიც რუსთაველის გამზირზე არიან შეკრებილნი და შვილების მკვლელების დასჯას უკვე რამდენიმე თვეა ითხოვენ.

დედა თამარს ერში ცხოვრებისას უდიდესი ტრაგედია დაატყდა თავს, მას ერთადერთი ვაჟი დაეღუპა. სამწუხაროდ, განსაცდელები არც მას შემდეგ დაჰკლებია. ის ამჟამად თბილისში, ჯვრის მამის მონასტერში ცხოვრობს.