ნათელა და გურამ ლაზიშვილებს დიდი ბედნიერება გვიან ეწვიათ. როცა შვილი შეეძინათ, ქალბატონი ნათელა 59 წლის იყო და ბატონი გურამი – 61 წლის… ქალბატონი ნათელა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ხანდაზმული დედაა. ბედნიერი დედ-მამა ,,მშობლები.ჯი”-სთან თავიანთ შეგრძნებებზე საუბრობს.
ნათელა ლაზიშვილი:
– დედობა ყოფილა ყველაზე კარგი რამ ამ ქვეყანაზე! ამას ვერაფერს შევადარებდი… დამხმარე ქალი არ მყოლია, ბავშვი სრულიად მარტომ გამოვზარდე და ვერც ვერავის ვანდობ მის თავს. მამამისსაც კი ვერსად ვატან, რომელიც ბავშვზე გიჟდება… ძალიან ცელქი და კარგი ბავშვია, ღვთის საჩუქარია ნამდვილი!
გურამ ლაზიშვილი:
– 61 წლამდე ყოველი წუთი და წამი უაზროდ მიცხოვრია! ცხოვრებას აზრი, სიხალისე, სიყვარული და ყველა სიკეთე მას შემდეგ მიეცა, როდესაც მე ღმერთმა გიორგის თავი მაჩუქა! დღეს ყოველი დღე ჩემთვის უბედნიერესია! გიორგის დაბადების შემდეგ უხასიათობა რა არის, აღარც მახსოვს. დაღამებასაც აზრი აქვს და გათენებასაც! დილით რომ თვალებში დამეტაკება და მაღვიძებს – ბა, ბას ძახილით, ამ სიხარულს ქვეყანაზე ვერაფერი შეედრება! წლის და შვიდი თვისაა და საოცარი ბავშვია… თუ რამ ცხოვრებაში უნდა შევქმნა, ძალას ჩემი პატარა მაძლევს და მისთვის ყველაფერს გავაკეთებ!
– როგორც მახსოვს, კიდევ გსურდათ შვილები…
– დიახ… კიდევ ერთი პატარა გვინდა გვყავდეს, მაგრამ ჯერ ამას უნდა მივხედოთ! ორი წლის რომ გახდება თებერვალში, გიგანტური დაბადების დღე უნდა გადავუხადო… კეთილი და ძალიან კარგი საზრდელი ბავშვია!
მშობლები.ჯი

