თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი კონფლიქტის მონაწილის, მიხეილ კალანდიას ძმამ, ლუკა კალანდიამ ჟურნალისტებთან განაცხადა:
-ვიცი, რა მოხდა, მაგრამ ჩემი ძმისგან თუ სხვა წყაროსგან, ამას ვერ ვიტყვი. კომისიის წევრებს მივაწოდე დეტალური ინფორმაცია. ხორავას ქუჩაზე მე არ ვყოფილვარ, შესაბამისად ვერანაირ ინფორმაციას ვერ მივაწვდიდი იმასთან დაკავშირებით, ვნახე თუ არა, რაც მოხდა. მე ჩემს ძმას არა ხორავას ქუჩაზე, არამედ პეტრიაშვილის ქუჩაზე მივაკითხე.

