ვარკეთილში 38 წლის მამაკაცი მოკლეს

ვარკეთილში 38 წლის მამაკაცი მოკლესსისხლიანი გარჩევა ვარკეთილში – ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 38 წლის მამაკაცი მოკლეს, 45 წლამდე მამაკაცი კი დაჭრეს.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ შელაპარაკება უძღოდა. დაპირისპირების შედეგად დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების თქმით, დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია.

-აღენიშნებოდა გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი ჭრილობა. გადაყვანილ იქნა პაციენტი საოპერაციო ბლოკში და მოხდა ჭრილობის რევიზია. ამ მომენტისთვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, – განაცხადა ექიმმა სპარტაკ გიორგაძემ.

მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით და 19-109-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას ორი ან მეტი პირის მიმართ.

ნიუპოსტი