,,ცოლიც ეყოლება, ისიც დაასაქმოს ბარემ” – გორის მერმა მრჩევლად საკუთარი მოადგილის მამა დანიშნა

,,ცოლიც ეყოლება, ისიც დაასაქმოს ბარემ" - გორის მერმა მრჩევლად  საკუთარი მოადგილის მამა დანიშნაგორის მერი კოტე თავზარაშვილი ქმნის და ქმის ახალ-ახალ თანამდებობებსა და შტატებს. რამდენიმე ხნის წინ ახალი თანამდებობა გამოიგონა – ნაკადის მომწესრიგებელი, ახლახან კი მრჩეველთა საბჭო ჩამოაყალიბა, რომელთა  წევრებს შორის არიან მისი მოადგილის, ეკა სუხიშვილის მამა, ვალერი სუხიშვილი და გიორგი ქარელი, რომელიც 2011 წელს სასჯელს იხდიდა.

-მრჩეველთა საბჭოს ერთ-ერთი წევრი არის გიორგი ქარელი, რომელიც იყო ფლავის საჯარო სკოლის დირექტორი. ეს ადამიანი 2011 წელს იხდიდა სასჯელს, რადგან სკოლის მოსწავლეებს მოპარა შეშა და გაყიდა საკუთარი კომფორტისთვის, – ამბობს ტელეკომპანია ,,თრიალეთთან” ოპოზიციის წარმომადგენელი.

ამ ინფორმაციამ საზოგადოება აღაშფოთა, სოციალურ ქსელში წერენ: ,,ისე ყვავის ნეპოტიზმი ამ ქვეყანაში, როგორც სარეველა. ცოლიც ეყოლება, ისიც დაასაქმოს ბარემ”, ,,ლუკმა გავარდეს, ჯამში ჩავარდესო – კარგად დაუმახსოვრებიათ, თავად არ ჰყავს მამა ან ბებია?..”.