თერჯოლის რაიონის სოფელ ღვანკითის მკვიდრმა, 68 წლის ქალმა, საკუთარი ქელეხი სიცოცხლეშივე გადაიხადა.
როგორც ,,აქცენტს” ადგილობრივებმა განუცხადეს, ქალმა რესტორანში 350 კაცი დაპატიჟა, თუმცა მათ წინასწარ არ უთხრა, რასთან დაკავშირებით იწვევდა სტუმრად. რესტორანში მისულებმა აღმოაჩინეს, რომ ქალმა საკუთარი ქელეხი წინასწარ გადაიხადა.
-სანათესაოსა და საახლობლოს გვითხრა, მე დასაოჯახებელი, მარტოხელა ქალი ვარ. წინასწარ ვიხდი ქელეხს, რადგან არ ვიცი, რომ გარდავიცვლები, ვინ რას გამიკეთებსო.
ჩვენთან წესია: როცა ქელეხია, ყველას რისი შესაძლებლობაც გვაქვს, იმდენ თანხას ვაძლევთ ოჯახს, თუმცა ქალბატონმა მერიმ ამაზეც უარი თქვა, – განუცხადა ,,აქცენტს” ქალის ახლობელმა.
აქცენტი

