შავლეგო, ჩიკა, რუსკა – სერიალის გადასაღებ მოედანზე

შავლეგო, ჩიკა, რუსკა - სერიალის გადასაღებ მოედანზე,,მე-13 სეზონი დასრულებულია. დიდი მადლობა ყველას. შევხვდებით შემდეგ სეზონში” – დაწერეს სერიალ ,,ჩემი ცოლის დაქალების” შემქნელებმა ფეისბუქში.

სერიალის მე-13 სეზონის ბოლო სერიამ დიდი ინტრიგა დატოვა. ,,ჩემი ცოლის დაქალების” მაყურებელი უკვე წერს ვერსიებს, თუ რა მოხდება მომავალ სეზონში და გმირების ცხოვრება როგორ განვითარდება.

ჟურნალ ,,სარკის” მიმდინარე ნომერში მსახიობი ზურაბ ანთელავა, რომელიც სერიალში კვაზი მანტკავას როლს ასრულებს, ,,ჩემი ცოლის დაქალების” კულისების შესახებ ბევრ საინტერესო დეტალს ამხელს.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო სერიალის კულისებიდან, სადაც შავლეგოს, ჩიკას და რუსკას როლის შემსრულებლები ჩანან. თუ რა ბედი ეწევათ მათ გმირებს, ესეც ქეთი დევდარიანზეა დამოკიდებული.