,,რაინს სხვა მამაკაცთან მოუვიდა ჩხუბი, მას სხეულზე ძალადობის ნიშნები აქვს” – სკანდალური დეტალები სმიტების საქმეში

,,რაინს სხვა მამაკაცთან მოუვიდა ჩხუბი, მას სხეულზე ძალადობის ნიშნები აქვს” - სკანდალური დეტალები სმიტების საქმეშიხადას ხეობაში მოკლული სმიტების საქმეში ახალი დეტალები გამოიკვეთა.  19 წლის ბრალდებულის, მალხაზ კობაურის ადვოკატი, ალექსანდე კობაიძე „ნიუპოსტთან“ ამბობს, რომ რაინ სმიტი სიკვდილამდე ნაცემი და ნაწამებია.

ალექსანდრე კობაიძე ბრალდებულის ჩვენებაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ გარდაცვლილ რაიან სმიტს კონფლიქტი მოუვიდა უცნობ პირებთან, რომელიც მისი მკვლელობით დასრულდა.

უფლებადამცველი აღნიშნავს, რომ დაზიანებების შესახებ ექსაპერტიზის დასკვნაშიცაა საუბარი.

-ვადასტურებ, რომ რაიან სმიტს სხეულზე ძალადობის ნიშნები აღენიშნება. ეს მიუთითებს, რომ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ჩხუბი მოხდა არა კობაურსა და რაიან სმიტს შორის, არამედ სხვა პირს შორის.

კობაურის ჩვენების საფუძველზე ცალსახად შეიძლება ვთქვათ, რომ რაინ სმიტს სხვა მამაკაცთან ჰქონდა ხელჩართული ჩხუბი და სწორედ ამ დროს მოკლეს იგი – 2 ტყვია აქვს ნასროლი, – განაცხადა „ნიუპოსტთან“ ადვოკატმა.

43 წლის რაიან და 42 წლის ლორა სმიტების და მათი 4 წლის ბიჭის, ქეილების სასტიკი მკვლელობის გამო 19 წლის მალხაზ კობაურს უვადო პატიმრობა ემუქრება.

ნიუპოსტი