,,რა გვაფიქრებინებდა, რომ ეს ღიმილის ბიჭი მოსიარულე გმირი იყო” – ექიმი, რომელმაც ომში დაჭრილები არ მიატოვა

,,რა გვაფიქრებინებდა, რომ ეს ღიმილის ბიჭი მოსიარულე გმირი იყო'' - ექიმი, რომელმაც ომში დაჭრილები არ მიატოვა,,გოგა აბრამიშვილი – 2008 წლის აგვისტოში გმირულად დაღუპული ქართველი ქირურგი. მან ევაკუაციის პირობებშიც კი არ მიატოვა გორის ჰოსპიტალი, ამბობდა, იქნებ ვინმეს დახმარება სჭირდება და გასაჭირში ვერავის მივატოვებო. იგი 11 აგვისტოს დაბომბვის შედეგად გარდაიცვალა. დარჩა მეუღლე და 3 შვილი.
მას ომში იარაღით არ უბრძოლია. მაგრამ მთელი სიმამაცით და თავგანწირვით იბრძოლა. არაერთი დაჭრილის სიცოცხლე იხსნა და გორის სამხედრო ჰოსპიტალი უკანასკნელ ამოსუნთქვამდე არ დატოვა – ვიდრე ნაღმის ანასხლეტმა არ იმსხვერპლა.
დღეს გორის სამხედრო ჰოსპიტალი და სიღნაღში ქუჩა, სადაც გოგა აბრამიშვილმა ბავშვობა გაატარა, მისი სახელობისაა”, – წე რს ვეტერანების სახელმწიფო სამსახური.

სტურენტობის მეგობარს იხსენებს ექიმი ირინა ბიბილეიშვილი.

,,კარგი სტუდენტობის წლები გავატარეთ – მიუხედავად იმისა, რომ 90-იანების პერიოდი იყო. არც უშუქობას ვეპუებოდით, არც უგაზობას, არც უწყლობას, არც უფულობას… ვსწავლობდით და თან აქტიური სტუდენტობის ცხოვრებით ვცხოვრობდით. საუკეთესო მეგობრები ვიყავით და მადლობა ღმერთს, ვართ ახლაც.

გოგა ერთი ჩვენგანი იყო – გვიხაროდა ყველაფერი, გათენებული ღამეები, გამოცდის წინ 3 დღეში მომზადებული საგანი, ფორსმაჟორული მორიგეობები, უმეტესობა ჩემი ჯგუფელებისა რაიონიდან იყო ჩამოსული, ჰოდა, ხან ვისთან ვიყავით სტუმრად და ხან – ვისთან, კახეთი, იმერეთი, რაჭა…

მერე გოგა და ნანა დაქორწინდნენ, ჩვენ თვალწინ დაიზარდნენ მათი სამი ანგელოზი. მერე ექიმობა, ყველა სხვადასხვა კლინიკაში ვმუშაობდით, გოგა და თემო გორის სამხედრო ჰოსპიტალში.. მერე ომი დაიწყო და გოგა შეიწირა.
ღმერთო, რა გვაფიქრებინებდა, რომ ჩვენი გოგა, ეს ღიმილის ბიჭი, არც მეტი, არც ნაკლები, მოსიარულე გმირი იყო”, – დაწერა ირინა ბიბილეიშვილმა.