რესტორნების ქსელმა ,,მაჭახელა-სამიკიტნომ” 7 აგვისტოს ინციდენტისთვის ბოდიში მოიხადა და თანამშრომლები გაათავისუფლა.
აქციის ,,10 წელი ოკუპაციიდან” ერთ-ერთმა მონაწილემ, ანი გვათუამ ფეისბუქზე დაწერა, რომ თავისუფლების მოედანზე რესტორან მაჭახელა/სამიკიტნოში მასა და მის მეგობრებს მაგიდიდან პუტინის ტრანსპარანტის აღება მოსთხოვეს.
“სამწუხაროდ, საკმაოდ ძნელია, ინფორმაციას ფლობდე ყველა იმ ათასობით თანამშრომლის პირადი პოლიტიკური შეხედულებების თუ მოსაზრებების შესახებ, რომლებიც ჩვენს ქსელში არიან დასაქმებულნი. ასევე ძნელია პასუხი აგო ყოველი მათგანის მყისიერ და არასწორ გადაწყვეტილებებზე”, – ნათქვამია განცხადებაში.
ონ.ჯი
რუსეთის მიერ ცხვინვალის რეგიონის ოკუპირების 10 წლის თავზე ქართულ რესტორან Machakhela – Samikitnoში თავისუფლების მოედანზე ჯერ მოგვიგზავნეს მიმტანი, შემდეგ მენეჯერი, შემდეგ დაცვა, შემდეგ დაცვის უფროსები თხოვნით, რომ მაგიდიდან აგვეღო აქციიდან წამოღებული პუტინის ტრასპარანტი. მიზეზი ამის შემდეგი: მაჭახელა არ არის პროტესტის გამოხატვის ადგილი, იქნებ ვინმე რუსი "პატრიოტი" შემოვიდეს… მოუხედავად იმისა რომ ჩვენ მაგიდასთან მოვიდნენ იქ მსხდომი რუსი ტურისტები და ოდნავ დარცხვენით გვითხრეს რომ რუსეთიდან არიან და მათაც არ უყვართ პუტინი. სამწუხაროდ მართლაც ოკუპირებული გვაქვს მენტალიტეტი გაცილებით მეტი პროცენტით ვიდრე ტერიტორიები…პრობლემა ჩვენშია ძალიან დიდი.p.s პროფესიული რჩევაც მივეცით რომ გაცილებით ძვირი დაუჯდებოდათ ეს საქციელი ვიდრე რამდენიმე "პატრიოტი" რუსი სტუმრის წყენინება*მინდა აღვნიშნო რომ დაცვის სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც ჩანან ვიდეოშიც იყვნენ თავაზიანები და გაგებით შევხვდენ ჩვენს გადაწყვეტილებას, რომ არ ავიღებდით ტრანსპარანტს.
Gepostet von Ani Gvatua am Dienstag, 7. August 2018

