გიო ხუციშვილის მეუღლე: ,,ჩემთვის დღეს ყველაზე ძვირფასია გიოს სიმღერები, ნუ გამოიყენებთ მათ უკითხავად” – ვიდეო

გიო ხუციშვილის მეუღლე: ,,ჩემთვის დღეს ყველაზე ძვირფასია გიოს სიმღერები, ნუ გამოიყენებთ მათ უკითხავად" - ვიდეომომღერალ გიო ხუციშვილის მეუღლემ, მუსიკოსმა მაია ჯორჯაძემ სოციალური ქსელით მიმართა საზოგადოებას, რომ მისი გარდაცვლილი ქმრის სიმღერები ოჯახის დაუკითხავად არ შეასრულონ.

,,მეგობრებო, ძალიან მიმძიმს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ მინდა, გთხოვოთ: ჩემთვის დღეს ყველაზე ძვირფასია გიოს სიმღერები, რომლებიც მე და გიომ ერთად შევქმენით. მე პროექტის გაგრძელებას ვაპირებ ზუკასთან ერთად. ჩვენ ძალიან დიდი გეგმები გვქონდა.

დიდი ბოდიშის მოხდით მინდა, გთხოვოთ, ამ სიმღერებს ნუღარ გამოიყენებთ უკითხავად. იმედია, გაითვალისწინებთ! წინასწარ გიხდით მადლობას!”.

მაია ჯორჯაძის ამ პოსტს მოჰყვა გია ჯაჯანიძის გადაცემა ,,სხვა რაკურსი”, სადაც ყოფილმა ტელეწამყვანმა, სალომე გოგიაშვილმა, გიო ხუციშვილის ,,ზღვა ღელავს” შეასრულა, რომელსაც გიო თავის ბენდთან ერთად მღეროდა. სოციალურ ქსელში წერენ, რომ მაია ჯორჯაძემ ეს პოსტი სწორედ ამ ფაქტის გამო დაწერა.

აღსანიშნავია, რომ სალომე მუსიკალურ ოჯახში დაიბადა და გაიზარდა. ის ცნობილი მომღერლის, ანსამბლ ,,ქართული ხმების” წევრის, დავით გოგიაშვილის ქალიშვილია.

https://youtu.be/ogfdWm8-R8k?t=7