ძალიან დიდი ტრაგედია დატრიალდა თბილისში, სამგორში. მტკვარში ორი ძმა დაიხრჩო. უფროსი 25 წლის იყო, უმცროსი – 20-ის. როგორც ადგილობრივი მცხოვრებნი ამბობენ, ჯერ ერთი ძმა გადავარდა მდინარეში, მის დასახმარებლად კი მეორე გადახტა. სამწუხაროდ, ორივე ძმა დაიხრჩო.
მაშველები ძმების ცხედრებს რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ. გუშინ ღამით ერთი ძმა იპოვეს, ცოტა ხნის წინ კი მეორე ძმის ცხედარიც ამოასვენეს წყლიდან.
– გაჭირვებული, ხუთშვილიანი ოჯახია. ერთი ძმა გადავარდნილა და მეორე საშველად გადამხტარა. ორივე დაღუპულან, გუშინ ვერც ერთი იპოვეს, – ამბობენ ადგილობრივები.

