თბილისში, სამგორის რაიონში მტკვარში მაშველებმა 25 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ამ დრომდე მიმდინარეობს 20 წლის ახალგაზრდის ძებნა. დაღუპულები ძმები არიან. ხუთშვილიანი ოჯახი ხელმომჭირნედ ცხოვრობს და უფროსი ძმა ციხიდან ახალი გამოსული იყო.
-ველოსიპედის ქურდობა დააბრალეს და ციხიდან ახალი გამოსული იყო. გაჭირვებული, ხუთშვილიანი ოჯახია. ერთი ძმა გადავარდნილა და მეორე საშველად გადამხტარა. ორივე დაღუპულან, გუშინ ვერც ერთი იპოვეს, – განაცხადა პრაიმტაიმთან ადგილობრივმა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ე.წ. ზეემკას დასახლებაში სამძებრო სამუშაოები გუშინ, 15:00 საათზე დაიწყო, ღამით ცუდი ხილვადობის გამო შეწყდა და დღეს დილიდან განახლდა. ადგილზე 25 მაშველი და მყვინთავი ამ დრომდე მუშაობს.
პრაიმტაიმი

