გაერო-ში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილი წარმომადგენელი თათია დოლიძე დედა გახდა. მას და ვაკო თურნავას ქალიშვილი შეეძინათ. ინტერნეტში კლინიკიდან გაწერის ფოტოები გავრცელდა, სდაც ჩანს, რომ თათია შესანიშნავ ფორმაშია.
არც თუ ისე დიდი ხნის წინ თათია ,,სარკესთან” საუბრობდა, რომ აქტიური ორსული იყო და დედობისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდა. მან მშობლების სკოლაშიც კი არა, რომ თავის პატარას ფსიქოლოგიურად კარგად მომზადებული შეხვედროდა.
,,სარკეს” როგორც უთხრა, სექტემბრამდე შვილის მოვლას მთლიანად საკუთარ თავზე აიღებს, შემოდგომიდან კი სამსახურში მოუწევს გასვლა, ამიტომ ძიძას დაიხმარს.

