საბერძნეთში დატრიალებულ ხანძარს 81 ადამიანი ემსხვერპლა. ასობით კი მძიმედ დაშავდა. ისტორიები, რომლებსაც გადარჩენილი ადამიანები ყვებიან, საშინელებათა ფილბეის სიუჟეტებს ჰგავს.
გეორგიანს.გრ აქვეუნებს ბერძნული ტელეკომპანიის მიერ გადაღებულ სიუჟეტს, სადაც ქალი თავისი გადარჩენის ისტორიას ყვება.
-ჩვენ ზღვაში შევედით, დავინახეთ, რომ სხეულზე ცეცხლი გვედებოდა, ჩემი და კლდეზე დავტოვე, მოულოდნელად ტალღამ გამიყოლა, ევიისკენ , – აცხადებს ტელეკომპანია Alfa-სთან ქალი, რომელიც შოკშია თავისი თავგადასავლებით.
მან თქვა, რომ ზღვაში ხუთი საათის განმავლობაში იმყოფებოდა.
-სხვა ადამიანებთან ერთად ვიყავი, ყველა ერთად უკან მივდიოდით, სადაც კვამლი იყო, ღამდებაო, ვამბობდით, უნდა დავბრუნებულიყავით. ჩვენ მთვარისა და მზის მიხედვით ვანგარიშობდით. მოულოდნელად დავინახეთ რაფინა. რაფინაში შევედით, მაგრამ ტალღას უკან გამოვყავდით, შეუძლებელი იყო…
ჩვენ ყველანი ერთად ვყვიროდით, რომ დაგვხმარებოდნენ. შემდეგ თევზსაჭერი ნავი გამოჩნდა და როგორც კი ნავზე აგვიყვანეს, მე ვუთხარი კაპიტანს, ბევრი უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანია ევიისკენ, სადაც უმეტესობა ტალღამ წაიყვანა, აცნობეთ პორტს, თუმცა არავინ გამოჩენილა, – განაცხადა ქალმა.
გეორგიანს.გრ

