საბერძნეთი სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული. ქვეყანა 70-ზე მეტ დაღუპულ ადამიანს დასტირის.
,,საბერძნეთი დღეს… პატარა ცეცხლის კერა დიდმა ქარბორბალამ გადააქცია სიკვდილის სამეფოდ! აღარ არსებობს ათენის გვერდით, 40 კილომეტრში არსებული
კურორტი – მატი. განადგურებული, წარღვნილი და ჩაძირული გარემო… ასობით და ათასობით გარდაცვლილი და დაკარგული სულიერი! დამწვარ-დასახიჩრებული და დამხრჩვალი დიდი თუ პატარა ,ცხოველი თუ ფრინველი.
გადამწვარი სახლკარი თუ ავტომობილი….
განადგურებული ფლორა და ფაუნა…
სიკვდილი სუფევს დღეს იქ”, – წერს საბერძნეთში მცხოვრები ერთ-ერთი ემიგრანტი.

