საბერძნეთი 74 დაღუპულს გლოვობს, დაკარგულებს ეძებენ

საბერძნეთი 74 დაღუპულს გლოვობს, დაკარგულებს ეძებენსა­ბერ­ძნეთ­ში ტყე­ში გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის შე­დე­გად სულ მცი­რე 74 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. ცეცხლის­გან თა­ვის და­საღ­წე­ვად მო­სახ­ლე­ო­ბა იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, ზღვა­ში შე­სუ­ლი­ყო.

CNN-თან მო­სახ­ლე­ო­ბა სა­ზა­რელ ამ­ბებს იხ­სე­ნებს. ცეცხ­ლი ათენ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე კუ­რორტ მა­ტის მთლი­ა­ნად მო­ე­დო, გა­დარ­ჩე­ნის ერ­თა­დერ­თი გზა ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ზღვა იყო. სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ის ფარ­გლებ­ში სა­ნა­პი­რო­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყო ნა­ვე­ბი.

„რო­ი­ტერ­სის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, პლა­ჟე­ბი­დან 696 ადა­მი­ა­ნი გა­იყ­ვა­ნეს, ზღვი­დან კი – 19. ამას­თან, მაშ­ვე­ლებ­მა ზღვა­ში 4 ცხე­დარს მი­აგ­ნეს.

სა­ბერ­ძნე­თის სა­ხან­ძრო სამ­სა­ხურ­მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ მა­ტის სა­ნა­პი­რო­ზე, ზღვას­თან ახ­ლოს 25 გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს, ისი­ნი ცე­ცხლის­გან თა­ვის გა­დარ­ჩე­ნას ცდი­ლობ­დნენ.

ხან­ძრის შე­დე­გად სულ მცი­რე 164 ზრდას­რუ­ლი და 23 ბავ­შვი და­შავ­და. ატი­კას რე­გი­ონ­ში ხუთი ძი­რი­თა­დი კე­რაა, მათ შო­რის არის სო­ფე­ლი მატი, სა­დაც ცე­ცხლის კონ­ტრო­ლი ვერ ხერ­ხდე­ბა. სა­კუ­რორ­ტო ზონა პო­პუ­ლა­რუ­ლია ბერ­ძე­ნი ტუ­რის­ტე­ბის­თვის, აქ მდე­ბა­რე­ობს ბა­ნა­კე­ბი ბავ­შვე­ბის­თვის და ასა­კო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის.
და­კარ­გუ­ლე­ბის შე­სა­ხებ სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­ში ზა­რე­ბი ამ დრომ­დე შე­დის. კე­რებ­ზე სტი­ქი­ას 500-მდე მე­ხან­ძრე ებ­რძვის. სამ­ძებ­რო ოპე­რა­ცი­ებ­ში ჩარ­თუ­ლი არი­ან შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც.

ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა სამდღი­ა­ნი გლო­ვა გა­მო­ა­ცხა­და.

„არ არ­სე­ბობს სი­ტყვე­ბი, რომ­ლი­თაც თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის გრძო­ბას გად­მოვ­ცემთ,“ – გა­ნა­ცხა­და ალექ­სის ციპ­რას­მა.

და­ზა­რა­ლე­ბულ­თა და­სახ­მა­რებ­ლად სა­ბერ­ძნე­თის მთავ­რო­ბამ 20 მლნ ევრო გა­მო­ყო.
 ამბები.ჯი