ქალს იმედი აქვს, რომ ქმარი და ვაჟი ცოცხლები არიან

ქალს იმედი აქვს, რომ ქმარი და ვაჟი ცოცხლები არიანქალმა, რომლის ორი შვილი და ქმარი მატის ხანძრის დროს დაიკარგნენ, თავისი 13 წლის გოგონას, ევიტას ცხედარი ამოიცნო. როგორც უკვე ცნობილია, გოგონა ცეცხლს რომ გაქცეოდა, 15 მეტრი სიმაღლის კლდიდან გადახტა და დაცემის შედეგად გარდაიცვალა. 11 წლის ანდრეა და მისი მამა გრიგორი კი ცეცხლის ტერიტორიაზე ჩაიკეტნენ და მას შემდეგ მათი კვალი ქრება.

ქალის ნათესავი ტელეკომპანია Alpha-ს დაუკავშირდა:

-მან ევიტას ცხედარი ამოიცნო. გოგონა ტრავმირებული იყო და სწორედ ამის გამო შეძლო შვილი ენახა, თუმცა ანდრას და გრიგორის ცხედრები ჯერ იდენტიფიცირებულიც კი არ არის. ქალს გულის სიღრმეში სჯერა, რომ ისინი ცოცხლები არიან. ამიტომ მან ყველა საავადმყოფოში გააგზავნა ფოტოები იმ იმედით, რომ ისინი კომატოზურ მდგომარეობაში ან რეანიმაციაში არიან მოთავსებული. იმედი მცირედია, მაგრამ ცოცხლობს.

ამ ოჯახის ტრაგედია სამი წევრის დაკარგვით არ მთავრდება. ცნობილი გახდა, რომ დაღუპულია 6 თვის ჩვილი დედის ხელებში, რომელიც კვამლით გაიგუდა. გარდაცვლილი ბავშვიც ოჯახის ნათესავი იყო. მისი დედა საავადმყოფოში სიკვდილს ებრძვის.

გეორგიანს.გრ