ნიკა გვარამია: ,,ქუმსიშვილს და ალავიძეს აუცილებლად დააკავებენ” – ვიდეო

ნიკა გვარამია: ,,ქუმსიშვილს და ალავიძეს აუცილებლად დააკავებენ" - ვიდეოგადაცემა ,,კვირის აქცენტებში” ტელეკომპანია ,,რუსთავი 2″-ის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრს, ზურაბ ალავიძეს და ყოფილ ვიცე-პრემიერს, დიმიტრი ქუმსიშვილს აუცილებლად დააკავებენ.

-ჯინი უკვე ამოშვებულია ბოთლიდან და მისი უკან ჩაბრუნება შეუძლებელია. მაშინ უნდა აგვიხსნან, 700 მილიონიანი გაფლანგვები რას ნიშნავდა და ეს ფული სად წავიდა, – განაცხადა გვარამიამ.

საუბარია გამოძიებაზე, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტსა და დიდი ოდენობით თანხების მითვისების საქმეზე მიმდინარეობს.

საგამოძიებო უწყებამ უკვე დაკითხა დიმიტრი ქუმსიშვილი და ზურაბ ალავიძე. მათ რამდენიმე საათი გაატარეს პროკურატურაში, უწყების დატოვების შემდეგ კი განმარტებები მედიასთან არ გააკეთეს.

ყოფილმა ვიცეპრემიერმა დუმილი არჩია, ინფრასტრუქტურის ყოფილმა მინისტრმა კი მხოლოდ წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც დაკითხვის ფაქტი დაადასტურა და თქვა, რომ გამომძიებლები ტენდერებით ინტერესდებოდნენ.

კვირის აქცენტები

"კვირის აქცენტები"სრული გადაცემის სანახავად მიჰყევით ბმულს: http://rustavi2.ge/ka/shows/akcentebi

Gepostet von Rustavi 2 am Sonntag, 22. Juli 2018