,,მშვიდობით, შვილო, მიყვარხარ…” – გაუჩინარებულ ესმა შარტავას ტკივილები სტანჯავდა

,,მშვიდობით, შვილო, მიყვარხარ..." - გაუჩინარებულ ესმა შარტავას ტკივილები სტანჯავდაოჯახი 40 წლის ესმა შარტავას 28 ივლისიდან ეძებს. პოლიციამ ქალის ავტომობილი გრიგოლეთში, ზღვის ნაპირთან იპოვა.

ახლობლების თქმით, მანქანაში წერილი იყო, სადაც ეწერა: ,,მშვიდობით, შვილო, მიყვარხარ, ჩემი სასუფეველი იქნება ზღვის ფსკერი”.

ესმა შარტავას დედა ამბობს, რომ მისი შვილი მძიმე სენს ებრძოდა, სიმსივნე ჰქონდა და გაუსაძლისი ტკივილები აწუხებდა. ახლობლების ვარაუდით, მან ტანჯვას ვეღარ გაუძლო და სიცოცხლე ზღვაში, თვითმკვლელობით დაასრულა.

გამოძიება სისხლის სამართლი კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.