მეშახტის შვილი: ,,ნა­ხეთ, ხე­ლე­ბი რო­გორ აქვს და­კე­ცი­ლი, უჰა­ე­რო­ბითაა მო­გუ­დუ­ლი”

მეშახტის შვილი: ,,ნა­ხეთ, ხე­ლე­ბი რო­გორ აქვს და­კე­ცი­ლი, უჰა­ე­რო­ბითაა მო­გუ­დუ­ლი"-ეს სის­ხლისღვრა არა­ვის უნდა შერ­ჩეს. რო­დე­საც შრო­მით უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ, ოდ­ნავ და­ფიქ­რდნენ, თუ რას აკე­თე­ბენ, მარ­თლა იცა­ვენ თუ არა შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბას, – ამის შე­სა­ხებ მინ­დე­ლის შახ­ტში გუ­შინ და­ღუ­პუ­ლი მე­შახ­ტის, მი­ხე­ილ გა­მე­ზარ­დაშ­ვი­ლის შვილ­მა, გიგა გა­მე­ზარ­დაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მისი გან­მარ­ტე­ბით, ტყი­ბულ­ში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დია, რო­მელ­საც 4 მუ­შას­თან ერ­თად მა­მა­მი­სის სი­ცო­ცხლეც ემსხვერ­პლა, შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბის დარ­ღვე­ვამ გა­მო­იწ­ვია. გიგა გა­მე­ზარ­დაშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ მომ­ხდარ უბე­დუ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ყვე­ლა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პირი უნდა და­ი­სა­ჯოს.

ამას­თან, მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, გა­მო­სა­ვა­ლი არ არის შახ­ტის და­ხურ­ვა, ვი­ნა­ი­დან ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი სწო­რედ შახ­ტში მუ­შა­ო­ბით არ­ჩე­ნენ ოჯა­ხებს.

-შახ­ტის და­ხურ­ვა­ში გა­მო­სა­ვალს ვერ ვხე­დავ. ხალ­ხს სეს­ხე­ბი აქვს. იქ 1 200 ოჯა­ხი მუ­შა­ობს და ყვე­ლა მათ­გა­ნი მში­ე­რი რჩე­ბა. ჩათ­ვა­ლეთ, რომ ტყი­ბუ­ლი და­იც­ლე­ბა. ამი­ტომ ყვე­ლა­ფერს ჯო­ბია, რომ შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბა მო­წეს­რიგ­დეს. მუ­შებს ნუ აწ­ვე­ბი­ან, შე­ზღუდ­ვე­ბი მო­უხ­სნან. მა­მა­ჩე­მი 35 წე­ლი­წა­დი მუ­შა­ობ­და შახ­ტში. გუ­შინ­დელ დღემ­დე თი­თიც არ უტ­კე­ნია, ისე­თი გა­მოც­დი­ლე­ბა ჰქონ­და. რაც მოხ­და, ეს ყვე­ლა­ფე­რი შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბის დარ­ღვე­ვაა, თო­რემ ასე უბ­რა­ლოდ არ ხდე­ბა. ნა­ხეთ, ხე­ლე­ბი რო­გორ აქვს და­კე­ცი­ლი. უჰა­ე­რო­ბის გამო არის მო­გუ­დუ­ლი. სხვა რა გი­თხრათ, – გა­ნა­ცხა­და გაგა გა­მე­ზარ­დაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, დამ­ნა­შა­ვე აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ი­სა­ჯოს.

-თუნ­დაც ყვე­ლა­ფე­რი ჩა­ი­ფარ­ცხოს, ასეთ რა­ღა­ცას ჯერ მარ­ტო ღმერ­თი არ გა­პა­ტი­ებს. ეს სის­ხლისღვრა არა­ვის უნდა შერ­ჩეს, – გა­ნა­ცხა­და გიგა გა­მე­ზარ­დაშ­ვილ­მა.

ამას­თან, მისი თქმით, მსგავ­სი ტრა­გე­დი­ე­ბი რომ არ გან­მე­ორ­დეს, პირ­ველ რიგ­ში, უნდა შე­იც­ვა­ლოს ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რი.

გუშინ მინ­დე­ლის შახ­ტის ერთ-ერთ გვი­რაბ­ში აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად, გუ­შინ 4 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და 6 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, შახ­ტის გვი­რაბ­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, მე­თა­ნის აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად კედ­ლე­ბის დე­ფორ­მა­ცი­ას ჭე­რის ჩა­მოშ­ლა მოჰ­ყვა.
 ამბები.ჯი