ხორვატიის ნაკრებმა მოგებული თანხა მთლიანად ბავშვთა ფონდში ჩარიცხა

ხორვატიის ნაკრებმა მოგებული თანხა მთლიანად ბავშვთა ფონდში ჩარიცხა2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში საფრანგეთის ნაკრებმა მოიგო, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ხალხის გული სრულიად დაიპყრო ხორვატიის ნაკრებმა.
არსებობის მანძილზე ხორვატია პირველად გავიდა მუნდიალის ფინალში. თავდადებული ბრძოლის გამო მსოფლიოს გარშემო ბევრი გულშემატკიავრიც გაიჩინა, რუსეთის ნაკრების დამარცხების შემდეგ კი თითქმის მთელი საქართველო ხორვატიის გულშემტკივარი გახდა.

სამშობლოში დაბრუნებულ ფეხბურთელებსა და მწვრთნელს განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს ზაგრებში.
ახლა კი ხორვატიის ნაკრების მწვერთნელმა, ზლატკო დალიჩმა განაცხადა, რომ ხორვატმა ფეხბურთელებმა ჩემპიონატში აღებული მთელი თანხა, დაახლოებით 23 600 000 ევრო ბავშვთა ფონდს გადაურიცხეს.
-ყველა ხორვატ ბავშვს ექნება შესაძლებლობა, შვიდი დღის განმავლობაში ხორვატიის სანაპიროზე დაისვენოს. ყველას თუ არა, შევძლებთ მათ დავეხმაროთ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება, – განაცხადა დალიჩმა.

ნიუპოსტს.ჯი