საბერძნეთში ხანძარს გადარჩენილი ადამიანები შოკისმომგვრელ ამბებს ყვებიან. ისინი დეტალურად აღწერენ, თუ რა ხდებოდა ყველაზე კრიტიკულ მომენტებში. მათ სიკვდილს 1 საათით გაასწრეს. დედები, თავიანთი შვილებით ხელში, ზღვისკენ გარბოდნენ, რომ გადარჩენილიყვნენ.
ბევრმა მათგანმა ახალგაზრდები, რომლებიც მანქანებით გადაადგილებას აპირებდნენ, შეაჩერა, რადგან ამ გზით საფრთხე უფრო დიდი იყო.
ყველაზე ტრაგიკული იყო ის მომენტები, როცა ისინი ხედავდნენ გარდაცვლილებს და არაფრის გაკეთება შეეძლოთ. ისინი ყვებიან ბავშვის შესახებ, რომელიც 15 მეტრის სიმაღლიდან გადახტა და მძღოლების შესახებ, რომლებიც მანქანების კარს ვერ აღებდნენ, რომ გადმოსულიყვნენ.
ეს ყველაფერი იყო ტრაგედია… ტრაგედია დიდ ქაოსში.
გეორგიანს.გრ

