რუსთაველის თეატრის მსახიობი სოსო ლაღიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას მსახიობის ოჯახის წევრები ავრცელებენ. სოსო ლაღიძე ბოლო პერიოდის განმავლობაში ავადმყოფობდა.
სოსო ლაღიძე 1936 წლის 21 იანვარს დაიბადა. ის რუსთაველის თეატრის მსახიობი 1959 წლიდან იყო. თეატრსა და კინოში უამრავი როლი აქვს შესრულებული.
,,დაგვტოვა ულამაზესმა, ღირსეულმა, კეთილშობილმა მამამ… რუსთაველის თეატრის სახე – სოსო ლაღიძე”, – წერს მსახიობის ქალიშვილი ანი ლაღიძე.

