დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა – საბერძნეთში დიდი ტრაგედია ტრიალებს

დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა - საბერძნეთში დიდი ტრაგედია ტრიალებსსაბერძნეთში დიდი ტრაგედია ტრიალებს. ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა. გავრცელებული ინფორმაციით,  50 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი  კი დაშავდა. მათგან რამდენიმეს მდგომარეობა კრიტიკულია. დაშავებულთა შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვები. დაკარგულია რამდენიმე ტურისტი, რომლებსაც ამ დრომდე ეძებენ.

ადამიანებმა სტიქიის სწრაფად გავრცელების გამო სახლებისა და ავტომობილების დატოვება ვერ მოასწრეს.

ხელისუფლებამ უსაფრთხოების მიზნით ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელა. ამასთან, მთავრობამ სანაპირო ზოლში მცხოვრები მოსახლეობისთვის ტერიტორიის დატოვების რეკომენდაცია გასცა.

ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ალექსის ციპრასმა ათენთან სტიქიის გამო ბოსნიაში ვიზიტი შეწყვიტა. დაშავებულებს შორის არიან თუ არა ქართველები, ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.