კიდევ ერთი სულისშემძვრელი ისტორია… 6 თვის ჩვილი, რომელიც ატიკის ხანძრის ერთ-ერთი პირველი და ყველაზე პატარა მსხვერპლია, მეხანძრის შვილი იყო, რომელიც სწორედ იმ მომენტში მოსახლეობის გადასარჩენად ცეცხლს პირისპირ ებრძოდა.
-მან თავისი ოჯახი უკან მოიტოვა და ცეცხლის ჩასაქრობად წავიდა. ახლა მისი შვილი გარდაცვლილია, ცოლი კი საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება, – ამბობს მეხანძრეთა გაერთიანების პრეზიდენტი, დიმიტრის სტათოპულოსი.
-ეს ტრაგედიაა და ალბათ ხვდებით, რა მდგომარეობაშია ახლა მეხანძრე, – დაამატა მან.
ბავშვი საავადმყოფოში მოათავსეს, მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო. ის კვამლისგან გაიგუდა.
-ჩემი შვილიშვილი მხოლოდ 6 თვის იყო და მონათლულიც კი არ იყო. ის მარგარიტას მკლავებში დაიღუპა, მარგარიტა კი ახლა საავადმყოფოშია. ჩვენ ისინი ორივე ზღვაში ვიპოვეთ, მაგრამ 5 საათის დაგვიანებით, მას შემდეგ, რაც მატის ცეცხლმა გადაუარა, – ამბობს მარია დიონისოტი, ბავშვის ბებია.
დიონისოტიმ 48 საათში დაკარგა თავისი შვილიშვილი, ორი ბიძაშვილი და მათი შვილები.
გეორგიანს.გრ

