ამერიკელ ტურისტებზე ქართველი მონადირე ძალადობს – ფილმი სმიტების ტრაგედიამდე 4 წლით ადრეა გადაღებული

ამერიკელ ტურისტებზე ქართველი მონადირე ძალადობს - ფილმი სმიტების ტრაგედიამდე  4 წლით ადრეა გადაღებულიქართულ ფილმში ,,ნაღმი”, რომელიც რამდენიმე წლის წინ არის გადაღებული, ისეთი ისტორიაა აღწერილი, რომელმაც ბევრს ხადას ხეობაში მომხდარი ტრაგედია, სმიტების საზარელი მკვლელობა გაახსენა.

“ნაღმი” რეჟისორ ლევან ბახიასა და სტუდია “სარკეს” მიერ გადაღებულ ქართულ-ამერიკულ ფილმია.

სიუჟეტის მიხედვით, სამი ამერიკელი ტურისტი: კრისი, დენიელი და ალისია საქართველოში ლაშქრობისას პრობლემის წინაშე აღმოჩნდებიან – კრისი ნაღმზე დაადგამს ფეხს და იძულებულია, ადგილიდან აღარ დაიძრეს, რადგან ნაღმი, შესაძლოა, აფეთქდეს. ფილმში სიტუაცია კიდევ უფრო იძაბება, როცა ტყეში ქართველი მონადირე ილია გამოჩნდება, რომელიც დახმარების ნაცვლად, ძალადობას იჩენს ერთ-ერთი ტურისტისადმი.

ფილმში მთავარ როლს სტერლინგ ნაითი ასრულებს, რომელსაც ქართველი და უცხოელი მაყურებლები “ჰანა მონტანასა” და “გრეის ანატომიაში” შესრულებული როლებით იცნობს. მოძალადე მონადირედ კი კოტე თოლორდავა, რომელიც რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ მან ამ როლისთვის 15 კილოგრამი მოიმატა.