,,19 წლისა გავთხოვდი, განა აესე დაჯღანულ ვიყავ მაშინ, ისეთი კაბა მეცვა, ბრიალა!” – 105 წლის სოფო ბებო

,,19 წლისა გავთხოვდი, განა აესე დაჯღანულ ვიყავ მაშინ, ისეთი კაბა მეცვა, ბრიალა!'' - 105 წლის სოფო ბებოჩოხელი სოფო აფციაური 105 წლის არის. სამი შვილის დედაა და ჩოხში ცხოვრობს, რადგან ,,ცხოგან” ვერ ძლებს.

-ერთი ვაჟ და ორ ქალ მყავ, ქალები თავქვე გათხოვდნენ, მისაქციელს. წელს თოვლ არ მოსულა, მშრალ იყო. ადრე ზოვებ მოდიოდა და აყრუებდა აქაობასა. საქონელი აღარ მყავს, სახლ უკან მიწა დავბარე თავადა, ნიორ და ხახვ დავთესე, ქინძი ჯერ არ ამოსულა, არც კარტოფილი. რამდენი წლისა ვარ, არ მახსოვნდება. ჩემი გვარი აფციაურია, დუმაცხუდან ვარ.

19 წლისა გავთხოვდი, განა აესე დაჯღანულ ვიყავ მაშინ, ისეთი კაბა მეცვა, ბრიალა! 20 მაყარი მომყვა, ფეხით მოვედი, ცხენზე არ ვმჯდარვარ, კაბაც არ დამსვრია… მეუღლე 28 წლისა იყო, კარგი კაცი, მეცხორე. ეცოცხლნა, ჩემზე ბედნიერა ვინ იქნებოდა?..

შუქი გვაქ, ტელევიზორი მოშლილია, არ გაკეთდებაო. რო მქონდეს, ვუყურებდი… აქ უნდა ვიყო სიკვდილამდე, შეშასაც ვყიდულობ, დასაჭრელ მაქ ახლა. ისე ძლიერ უპატრონობაა აქა, მეზობელიც აღარაა ახლოსა!”, – მოუყვა მხცოვანმა ქალმა ,,გზას”.

ახალგაზრდა ქალებმა, – სოფო ბებო, ეგებ დასარეცხი გაქვს რამე, დასალაგებელი, წუთებში ვიქმთო. – განა ხელები რისთვის მაქვს, მე თავადო? – იყურება მაჯებზე მოხუცი. – ტელევიზორი რომ ამოგიტანოს ვინმემ, უყურებო? – განა ვალ აქვნ ჩემი, რად უნდა მომიტანონო… – შემდეგ ამოსვლაზე რა ამოგიტანოთო? ისევ დაეკითხნენ და, – თქვენ ამოდით, მნახეთ, გენაცვალეთ, ეგეც საკმარ არის ჩემთვისო…

გზა