ინგლისელი მომღერალი და კომპოზიტორი Jessie J, 16 ივნისს, Werchter-ის ფესტივალზე ANOUKI-ს ლუქით წარსდგა. სამოსი დიზაინერმა, ანუკი არეშიძემ, თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის ფარგლებში წარადგინა.
მომღერალმა არჩევანი ბრჭყვიალა მოსაცმელსა და შარვალზე შეაჩერა. 30 წლის Jessie-მ სოციალურ ქსელში სპეციალური პოსტიც განათავსა და უამრავი კომპლიმენტი მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში, სელებრითები აქტიურად ჩნდებიან ქართველი დიზაინერების სამოსში და ქართული მოდა, ნამდვილად იმკვიდრებს თავის კუთვნილ ადგილს მსოფლიო მოდის არენაზე.
ჰელოუ ჯორჯია

