ამერიკელმა შეფმზარეულმა ენტონი ბურდენმა საფრანგეთში თავი მოიკლა

ამერიკელმა შეფმზარეულმა ენტონი ბურდენმა საფრანგეთში თავი მოიკლაცნობილი ამერიკელი ტელეწამყვანი და შეფმზარეული ენტონი ბურდენი 61 ასაკში გარდაიცვალა. გავრცელებული ცნობით, მან თავი მოიკლა.

ბურდენის ცხედარი მისმა მეგობარმა დღეს დილით საფრანგეთის სოფელ კაიზერსბერის სასტუმროს ნომერში აღმოაჩინა. ის ჩამომხრჩვალი იყო. ტელეწამყვანი საფრანგეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა.

ის საკუთარი გადაცემისთვის, რომელიც CNN-ზე გადის, ახალ ეპიზოდს იღებდა.

ენტონი ბურდენი საქართველოშიც იმყოფებოდა და ერთ-ერთი გადაცემა ქართულ სამზარეულოსაც მიუძღვნა.