ზურაბ ყიფშიძე: ,,არ მიყვარს ,,როცა აყვავდა ნუში” – ჩემი პრანჭიკელობით, გაბუშტული ტუჩებითა და ბაკენბარდებით”

ზურაბ ყიფშიძე: ,,არ მიყვარს ,,როცა აყვავდა ნუში" - ჩემი პრანჭიკელობით, გაბუშტული ტუჩებითა და ბაკენბარდებით",,როცა აყვავდა ნუში” – თითქმის არ არსებობს მსახიობ ზურაბ ყიფშიძესთან ინტერვიუ, სადაც მას ლანა ღოღობერიძის ამ ფილმზე არ ეკითხებიან. მსახიობმა აღიარა, რომ ეს ფილმი არ უყვარს.

– დღემდე ამ ფილმზეა ლაპარაკი, არადა 70 ფილმში ვმონაწილეობდი. გაცილებით სერიოზული როლები მითამაშია, ავიღოთ თუნდაც ჩოხელის ..ცოდვის შვილები”, ამ ფილმის არ მრცხვენია.

,,როცა აყვავდა ნუში” არ მიყვარდა. დღეს ამ ფილმს სხვა გადასახედიდან ვუყურებ. თუ მსახიობის ოსტატობაზე ვისაუბრებთ, ქალბატონი ლანას დამსახურებაა, რომ გოგა ფიფიამ, რომელიც არ იყო მსახიობი, როლი ზუსტად ,,გააკეთა”. მაგას უფრო ვაფასებ, ვიდრე ჩემს პრანჭიკელობას – გაბუშტული ტუჩებითა და ბაკენბარდებით, – ამბობს ზურაბ ყიფშიძე ჟურნალ გზასთან.

გზა